ფეხბურთი

14:54 | 12.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" ახალი მწვრთნელის ვინაობას 24 საათში გამოაცხადებს

როგორც იცით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯერჯერობით მწვრთნელის გარეშეა და როგორც ცნობილი გამოცემები იტყობინებიან კლუბი ახალი მწვრთნელის ვინაობას მომდევნო 24 საათში გამოაცხადებს.

პოსტზე დანიშვნის ორი მთავარი კანდიდატი ოლე გუნარ სულშერი და მაიკლ კერიკია. ამ უკანასკნელმა უკვე ღიად დააფიქსირა მზაობა "მანჩესტერში" მუშაობის და როგორც ცნობილი ინსიადერი ფაბრიციო რომანო იუწყება, ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ კერიკი სულშერზე წინ არის.

ცნობისთვის, 5 იანვარს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გამოაცხადა რუბენ ამორიმის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. პორტუგალიელი სპეციალისტი კლუბში 2024 წლის 11 ნოემბრიდან 2026 წლის 5 იანვრამდე მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.089253