სხვა

15:54 | 12.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

არმან ცარუკიანი: "პიმბლეტი ნამდვილი ჩემპიონი ვერასდროს გახდება, რადგან აქ ილია თოფურიაა"

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის მებრძოლმა არმან ცარუკიანმა პედი პიმბლეტზე კომენტარი გააკეთა, მისი აზრით ორგანიზაციას უნდა, რომ პედი ვარსკვლავად აქციოს, მაგრამ ის ნამდვილი ჩემპიონი ვერასდროს გახდება.

"UFC-ი ორგანიზატორები ცდილობენ, რომ პედისგან ვარსკვლავი შექმნან და ჩემპიონი გახადონ. სწორედ ამიტომ აჩხუბებენ დროებით ქამარზე გეიჯისთან და არა ჩემთან, რადგან იცან, რომ მას ჩემთან შანსი არ აქვს. პედი გეიჯის მარტივად დაამარცხებს და ქამარსაც დაისაკუთრებს, თუმცა ის ნამდვილი ჩემპიონი ვერ გახდება, რადგან აქ ილია თოფურიაა, რომელსაც ვერასდროს დაამარცხებს", - განაცხადა ცარუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ UFC-ის მსუბუქი დივიზიონის დროებითი ქამრისთვის ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი UFC324-ზე იბრძოლებენ, აღნიშნული ღონისძიება ლოს ანჯელესსში 25 იანვარს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096817