"დინამო თბილისი" ახალი სეზონის დაწყებამდე 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა. "დინამოს" რიგები მოლდოველმა გოლკიპერმა სტეფან სიკაჩმა, ბრაზილიელმა მცველმა ლეო ასუნსეუმ და შემტევმა ადრიან როდრიგესმა, უკრაინელმა მცველმა ბოგდან პოტალოვმა, სენეგალელმა ნახევარმცველმა ონორე გომისმა, ფორვარდებმა გიორგი ლომთაძემ და ვასილიოს გორდეზიანმა და ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ დატოვეს.ნახევარმცველი ცოტნე ბერელიძე კი ერთწლიანი იჯარით წყალტუბოს სამგურალს შეუერთდა.
ინფორმაცია თბილისური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა და ახალწვეულებთან დაკავშირებული სიახლეებიც მალე გახდება ცნობილი.
თებერვალში დედაქალაქელები თურქულ შეკრებას გეგმავენ, თვის ბოლოსკენ კი ეროვნული ლიგის საიუბილეო გათამაშება აიღებს სტარტს.





