ფეხბურთი

16:54 | 12.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ინტერესი რუსეთიდან და ამერიკიდან: ანზორ მექვაბიშვილმა შესაძლოა "კრაიოვა" დატოვოს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "კრაიოვას" ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბი შეიცვალოს. აღნიშნულ ინფორმაციას რუმინელი ჟურნალისტი ემანუელ როშუ ავრცელებს.

ჟურნალისტის თქმით, ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს რამდენიმე რუსული და ამერიკული კლუბები იჩენენ. ჯერჯერობით "კრაიოვას" ოფიციალური წინადადება არ მიუღია, თუმცა თუ კლუბი სარფიან შეთავაზებას მიიღებს შესაძლოა ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ ანზორ მექვაბიშვილი "კრაიოვას" ღირსებას 2024 წლიდან იცავს. მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 30 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი 2 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.146827