ფეხბურთი

19:12 | 12.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგი მწვრთნელი, როლან კურბისი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ფრანგი მწვრთნელი როლან კურბისი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კურბისი ბოლოს 2016 წელს, „რენის“ მწვრთნელად მუშაობდა, კარიერის განმავლობაში კი უამრავ გუნდში იმუშავა. მათ შორის, გამოსარჩევია „ბორდო“ 1992-1994 და 1996-1997 წლების სეზონში, „მარსელი“ 1997-1999 წლებში და „ლანსი“ მიმდინარე საუკუნის დასაწყიში.

კურბისის ხელმძღვანელობით „მარსელი“ 1998-1999 წლების სეზონში უეფას თასის ფინალში გავიდა, სადაც „პარმასთან“ 0:3 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.168494