ფეხბურთი

19:44 | 12.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რასინგის" დირექტორი: "გვჯერა, რომ გულიაშვილი გუნდში დიდ წვლილს შეიტანს"

სანტანდერის „რასინგის“ სპორტულმა დირექტორმა ჩემა არაგონმა გიორგი გულიაშვილის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, გულიაშვილი ძალიან მრავალმხრივი ფეხბურთელია, რომლის სჯერათ:

„ძალიან ნიჭიერი და გამოცდილი გუნდი გვყავს, მაგრამ ხშირად არ შეგვეძლო შეტევაში სივრცის და სიღრმის შექმნა. ზაფხულში ვცადეთ გიორგის დამატება, თუმცა მაშინ „სარაევოს“ წამოყენებული პირობები მიუღებელი იყო. გულიაშვილი ძალიან მრავალმხრივი ფეხბურთელია და მტკიცედ გვჯერა, რომ ჩვენს გუნდში დიდ წვლილს შეიტანს“, - აღნიშნა ჩემამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილი „რასინგს“ ბოსნიური „სარაევოდან“ შეუერთდა და კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე კონტრაქტი გააფორმა. ის ესპანურ გუნდში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. გულიაშვილის დებიუტი „რასინგში“ შესაძლოა, 15 იანვარს, ესპანეთის თასის მერვედფინალში „ბარსელონასთან“ შედგეს. „რასინგი“ ლა ლიგა 2-ში 21 ტურის შემდეგ 38 ქულით ლიდერია და ლა ლიგაში გადასასვლელად იბრძვის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.086312