14 იანვრიდან 18 იანვრის ჩათვლით ინგლისის ქალაქ შეფილდში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც ევროპის ქვეყნების სპორტსმენებისათვის იქნება ბოლო, მნიშვნელოვანი საერთაშორისო ასპარეზობა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ, რომელიც სტარტს აიღებს იტალიის ქალაქ მილანში 6 თებერვლიდან.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე ლუკა ბერულავა-ანასტასია მეტელკინას, ნიკა ეგაძის, ანასტასია გუბანოვასადა დიანა დევისი-გლებ სმოლკინის შემადგენლობით.
14 იანვარი 17:00 სპორტული წყვილები (მოკლე პროგრამა)
21:00 ქალები (მოკლე პროგრამა)
15 იანვარი 17:00 კაცები (მოკლე პროგრამა)
23:00 სპორტული წყვილები (თავისუფალი)
16 იანვარი 16:00 რიტმული ცეკვა
22:00 ქალები (თავისუფალი პროგრამა)
17 იანვარი 17:00 კაცები (თავისუფალი პროგრამა)
22:30 სპორტული ცეკვები (თავისუფალი)
18 იანვარი 19:00 საჩვენებელი პროგრამა







