„მანჩესტერ იუნაიტედს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე მაიკლ კერიკი გაწვრთნის. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.
კერიკი დათანხმდა კლუბის პირობებს და სეზონის ბოლომდე კონტრაქტი მიმდინარე კვირაში გაფორმდება. მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერიდან“ რუბენ ამორიმი დაითხოვეს, კლუბს კი სეზონის ბოლომდე დროებითი მწვრთნელის დანიშვნა სურდა, რათა ზაფხულიდან ახალი პროექტი ახალმა მწვრთნელმა დაიწყოს.
მაიკლ კერიკი „მანჩესტერის“ დროებითი მწვრთნელი 2021 წელსაც იყო, ხოლო 2022-2025 წლებში „მიდლსბროში“ მუშაობდა. მას „იუნაიტედის“ მაისურით 2006-2018 წლებში 464 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი.





