ბირმინგემის „ასტონ ვილა“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ კონორ გალაჰერის დამატებაზე მუშაობს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, კლუბები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან, მაგრამ ჯერ ფეხბურთელმა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ვინაიდან საქმეში „ტოტენჰემიცაა“, რომელიც როდრიგო ბენტანკურის შემცვლელს ეძებს, რადგან ურუგვაელმა მძიმე ტრავმა მიიღო.
მიუხედავად ამისა, დიდი შანსია, გალაჰერი „ასტონ ვილაში“ იჯარით და სავალდებულო გამოსყიდვით გადავიდეს.
კონორ გალაჰერმა „ატლეტიკოში“ 2024 წლიდან 77 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე სამშობლოში „კრისტალ პალასის“, „ვესტ ბრომვიჩის“, „სუონსის“, „ჩარლტონის“ და „ჩელსის“ ღირსებას იცავდა.





