ფეხბურთი

1:48 | 13.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" ასოციაციის თასის მეოთხე რაუნდშია, მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ლივერპულმა" ინგლისის ასოციაციის თასის მესამე რაუნდში მესამე დივიზიონის ბინადარი "ბარნსლი" 4:1 გაანადგურა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

არნე სლოტის გუნდმა თავიდანვე მოიპოვა ორბურთიანი უპირატესობა დომინიკ სობოსლაის და ჟერემი ფრიმპონგის გოლებით, რასაც სტუმრებმა ტაიმის მიწურულს უპასუხეს. თუმცა, მეორე ტაიმში ფლორიან ვირტცმა და უგო ეკიტიკემ კიდევ ორჯერ შეაგდეს.

გიორგი მამარდაშვილს მიეცა სათამაშო დრო - ის მოედანზე შეუცვლელად იყო, მაგრამ კარი მშრალად ვერ შეინახა. გიორგიმ სამი სეივი მიითვალა. ქართველ მეკარეს ასოციაციის თასზე დებიუტი ჰქონდა. მთლიანობაში მიმდინარე სეზონში მე-11 მატჩი ჩაატარა, რომელიც ამგვარად ნაწილდება: 5 პრემიერლიგაში, 4 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 ინგლისის ლიგის თასზე და 1 ასოციაციის თასზე.

"ლივერპული" ასოციაციის თასის 1/16-ფინალში 14 თებერვალს, "ბრაიტონ ალბიონს" უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.165293