"პარი სენ-ჟერმენმა" მიმდინარე სეზონში ერთი ტიტულის მოგების შანსი უკვე დაკარგა - საფრანგეთის თასის, რომელსაც 1/16-ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.
ლუის ენრიკეს გუნდი მეზობელ "პარიზთან", საკუთარ მოედანზე დამარცხდა. მეზობელთან, რადგან ამ გუნდების სტადიონებს შორის მანძილი სულ რაღაც 40 მეტრია...
პსჟ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა, ხოლო მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ჯონათან იკონესგან გაუშვა და "პარიზმა" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ცნობისთვის, ეს გუნდები ერთი კვირის წინ ლიგა 1-ში შეხვდნენ და მაშინ პსჟ-მ 2:1 მოიგო. ახლა კი, ლუის ენრიკეს გუნდი დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, შესაბამისად, გასული სეზონივით ყველა ტურნირს ნამდვილად ვერ მოიგებს.
ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
"პარი სენ-ჟერმენი" მომდევნო მატჩს 16 იანვარს, ლიგა 1-ის ეგიდით "ლილთან" გამართავს.





