"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საფრანგეთის თასზე "პარიზთან" მარცხისა (0:1) და ტურნირიდან გავარდნის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, შედეგი უსამართლოა, რადგან მისმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და მარცხს არ იმსახურებდა.
„იმედგაცრუებული ვარ შედეგით და იმით, რომ ვერ გავიტანეთ გოლი, მაგრამ რაც შეეხება თავად მატჩს, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მაღალი დონის თამაში იყო. ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით და ბევრი შანსი შევქმენით. პირველ ტაიმში კარგად ვახერხებდით კონტრპრესინგს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სრულყოფილი თამაში იყო. იმედგაცრუებული ვარ შედეგით, რადგან გოლი ვერ გავიტანეთ. „ლილის“ წინააღმდეგ სიამოვნებით ვიქნებოდი თანახმა დღევანდელი თამაშის მსგავს თამაშზე, მაგრამ ფეხბურთში შედეგი ზოგჯერ უსამართლოა და ვფიქრობ, ძალიან ნათელია, რომ დღეს ამ შედეგს არ ვიმსახურებდით", - თქვა ლუის ენრიკემ.
"პარი სენ-ჟერმენი" მომდევნო მატჩს 16 იანვარს, ლიგა 1-ის ეგიდით "ლილთან" გამართავს.





