ფეხბურთი

11:50 | 13.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

„გარიგება მიღწეულია“ - ფაბრიციო რომანომ ტიმო ვერნერის ახალი კლუბი დაასახელა

„ლაიპციგის“ თავდამსხმელი ტიმო ვერნერი კარიერას ამერიკულ MLS-ში გააგრძელებს, იტყობინება ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ პლატორმა X-ზე.

„ტიმო ვერნერი „სან ხოსე ეარტქვეიქსშია“, გარიგება მიღწეულია! გერმანელი თავდამსხმელი მზადაა MLS-ში კარიერის ახალი თავი დაიწყოს. ვერნერი „ლაიპციგიდან“ მიდის და სან ხოსესთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს, მას შემდეგ, რაც დღეს ზეპირი შეთანხმება მიღწეულია“, - წერს რომანო.

ვერნერმა ამ სეზონში „ლაიპციგის“ შემადგენლობაში სამი მატჩი ჩაატარა უგოლოდ. მანამდე ის იჯარით „ტოტენჰემში“ თამაშობდა, სადაც გასულ სეზონში 18 თამაშში ვერ გაიტანა გოლი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.177109