ფეხბურთი

12:25 | 13.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფედერიკო ვალვერდე ჩაბი ალონსოს გათავისუფლებას გამოეხმაურა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ვალვერდემ რეაგირება მოახდინა ჩაბი ალონსოს გადადგომაზე „ლოს ბლანკოსის“ პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან. ის გაათავისუფლეს ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ბარსელონასთან“ 3:2 დამარცხებიდან მეორე დღეს.

„ბატონო, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, თქვენ და მთელ სამწვრთნელო შტაბს, რომელსაც ყოველთვის შესანიშნავი განწყობა ჰქონდა. წარმატებებს გისურვებთ ყველაფერში, რაც გელოდებათ“, - დაწერა ვალვერდემ სოციალურ მედიაში.

ესპანელი გუნდს 2025 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობდა. „რეალის“ კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა, ალვარო არბელოამ, გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დაიკავა. „რეალი“ ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში მეორე ადგილზეა, 19 მატჩში 45 ქულით. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი მეშვიდე ადგილზეა, 12 ქულით.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.149857