ფეხბურთი

12:53 | 13.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: „ინტერისა“ და „ნაპოლის“ დონის მისაღწევად „იუვენტუსს“ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება სჭირდება

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურში „კრემონეზესთან“ საშინაო მატჩში 5:0 გამარჯვებაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს, კარგად ვითამაშეთ და კარგად მოვემზადეთ. სწორი მენტალიტეტი გვქონდა მეტოქის წინააღმდეგ, რომელმაც იცის, რას აკეთებს. დავიდე ნიკოლა ძალიან კარგად იცნობს სერია A-ს და რა სჭირდება მის გუნდს, ამიტომ ისინი კარგად არიან ორგანიზებულები და ბრძოლისთვის მზად.

გუშინ ვუყურე „ინტერისა“ და „ნაპოლის“ მატჩს. მათ უმაღლეს დონეზე ითამაშეს ფეხბურთი, ღია და შემტევი, ხასიათითა და იდეებით, რომლებიც წარმოადგენდნენ თავიანთ მწვრთნელებს. ვფიქრობ, ძალიან უნდა გავუმჯობესდეთ მათი დონის მისაღწევად და ეს ნაბიჯები სწრაფად უნდა გადავდგათ. მე დავინახე ამ ბიჭების უზარმაზარი ძალისხმევა, ამიტომ მჯერა, რომ შეგვიძლია გაუმჯობესება", - ციტირებს Sky Sport იტალიელ სპეციალისტს.

„იუვენტუსს“ 20 მატჩში 39 ქულა აქვს და იტალიის ჩემპიონატის ცხრილში მეოთხე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.157314