სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

13:41 | 13.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

კერიკი „მანჩესტერ იუნაიტედს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მაიკლ კერიკთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც ის პირველი გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნება. ამის შესახებ The Athletic-ის ჟურნალისტმა დევიდ ორნშტეინმა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე განაცხადა. წყაროს ცნობით, მაიკლი „ეშმაკებს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

კერიკი ადრე „მანჩესტერ იუნაიტედში“ ულე გუნარ სულშერის თანაშემწე მენეჯერად მუშაობდა და ნორვეგიელის წასვლის შემდეგ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელიც იყო.

ყოფილი ფეხბურთელის ბოლო სამსახური „მიდლსბროში“ იყო, რომელიც მან 2025 წლის ზაფხულში დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096948