15:23 | 13.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ეს სიამოვნება იყო.“ რიუდიგერი ჩაბი ალონსოს „რეალიდან“ გათავისუფლებაზე

მადრიდის „რეალის“ მცველი ანტონიო რიუდიგერი გამოეხმაურა ჩაბი ალონსოს გადადგომას „ლოს ბლანკოსის“ პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან. მენეჯერი გაათავისუფლეს ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ბარსელონასთან“ 3:2 დამარცხებიდან მეორე დღეს.

„მადლობა ყველაფრისთვის, ჩაბი. ეს სიამოვნება იყო და მომავალში წარმატებებს გისურვებ“, - დაწერა რიუდიგერმა სოციალურ მედიაში.

ალონსო გუნდს 2025 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობდა.

0.168575