თამაშგარე

15:44 | 13.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჟიზელ ბუნდჰენმა მკერდის გაზრდა აღიარა

დაახლოებით 10 წლის წინ ცნობილმა სუპერმოდელმა და ერთ დროს ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების თილისმამ ჟიზელ ბიუნდჰენმა მკერდის გაზრდის ოპერაცია გაიკეთა და ამ ამბავზე მაშინ ამბობდა, რომ თითქოს მკერდი ბუნებრივად გაეზარდა.

„არ ვიცოდი, რომ ჯანსაღი ძილი, ნაკლები სტრესი და ბევრი პასტა ასე მოქმედებდა“ - ნახევრად ხუმრობით იძახდა ჟიზელი და ამტკიცებდა, რომ არანაირი ქირურგიული ჩარევა არ მომხდარა და მკერდის ზომის ცვლილება ცხოვრების წესის შეცვლას უკავშირდებოდა.

თუმცა ახლა ღიად აღიარა, რომ მკერდის გაკეთება მოუწია და ეს ქმედება ახლა დიდ შეცდომად მიაჩნია. ცნობილმა მოდელმა მისივე თქმით ბავშვების გაჩენის შემდეგ საბოლოოდ გააცნობიერა, როგორ არასასურველად გამოიყურებოდა შეცვლილი ფორმებით და ისიც აღიარა, რომ „ტვირთად“ ატარებს დიდ მკერდს, რომელიც არანაირად არაა მისი სხეულის ნაწილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094867