ფეხბურთი

16:48 | 13.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"სენტ ეტიენმა" დავითაშვილზე 13.5 მილიონი ევროს შეთავაზება უარით გაისტუმრა

„სენტ ეტიენის“ ქართველი ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის შეძენა პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ სურდა, მაგრამ ფრანგულმა კლუბმა უარი თქვა. ამის შესახებ ჟურნალისტი საშა ტავოლიერი იტყობინება.

ფრანგი ჟურნალისტის ცნობით, საბერძნეთის ჩემპიონმა „სენტ ეტიენს“ ქართველში 10.5 მილიონი ევრო და პლუს 3 მილიონის ბონუსი შესთავაზა. თუმცა, „მწვანეების“ ხელმძღვანელობამ ამ წინადადებაზე უარი თქვა, რადგან 13 მილიონი არასაკმარისად მიიჩნია.

როგორც ჩანს, „სენტ ეტიენი“ დავითაშვილს უფრო მეტად აფასებს, ფრანგული მედიის ცნობით, მინიმუმ 20 მილიონ ევროს ითხოვს. მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ზურიკო არაერთ გუნდს დაუკავშირეს, მათ შორის, „მონაკოს“, „ლილს“, „ბეშიქთაშს“ და „ბენფიკას“.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს „სენტ ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან ლიგა 2-ში ჩატარებულ 16 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ხოლო ერთხელ თავი საფრანგეთის თასზეც გამოიჩინა. გასულ სეზონში დავითაშვილმა ლიგა 1-ში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, რომელშიც 9 გოლით და 8 საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.093128