ფეხბურთი

18:19 | 13.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჟოაო კანსელო "ბარსელონას" ფეხბურთელია

"ბარსელონამ" "ალ-ჰილალიდან" ჟოაო კანსელო 6-თვიანი იჯარით დაიმატა. ტრანსფერი ამჯერად ოფიციალურად დადასტურდა.

პორტუგალიელი ესპანურ გრანდს სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა, რის სანაცვლოდაც 4 მილიონ ევროს გადაიხდის.

„ალ-ჰილალს“ მანამდე „ინტერთან“ ჰქონდა შეთანხმება, მაგრამ ფეხბურთელს „ბარსელონაში“ დაბრუნება სურდა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა, ჟოაომ მიზანს მიაღწია.

კანსელო „ბარსელონაში“ 2023-2024 წლების სეზონში თამაშობდა და 42 მატჩში 4 გოლიც გაიტანა. მას კარიერის განმავლობაში „ბენფიკაში“, „ვალენსიაში“, „ინტერში“, „იუვენტუსში“, „მანჩესტერ სიტიში“, „ბაიერნსა“ და „ალ-ჰილალშიც“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.165718