„პარი სენ-ჟერმენს“ ფაბიან რუისთან კონტრაქტის განახლება სურს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.
ესპანელით თურქული კლუბები ინტერესდებიან, მაგრამ პარიზელები მასთან განშორებას არ აპირებენ და პსჟ ახლოსაა რუისთან კონტრაქტის 2029 წლის ზაფხულამდე განახლებასთან. შეთანხმება უახლოეს დღეებში უნდა გაფორმდეს.
ფაბიან რუისი „პარი სენ-ჟერმენში“ 2022 წლიდან თამაშობს და 155 მატჩში 16 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის „ნაპოლის“, „ბეტისის“ და „ელჩეს“ ღირსებას იცავდა.





