საუდის არაბეთის ჩემპიონატის პირველი დივიზიონის მე-16 ტურში გიორგი აბურჯანიას „ჯედამ“ „ალ ორუბა“ 3:0 დაამარცხა, ხოლო ქართველი ნახევარმცველი საგოლე პასით გამოირჩა.
70-ე წუთზე გოლი აბდულელა ალ ბურაიმ აბურჯანიას პასით გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ გიორგი მანამდე გატანილი ორივე გოლის კომბინაციაშიც მონაწილეობდა. მან ყვითელი ბარათიც მიიღო.
გიორგი აბურჯანიას აქტივში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 შეხვედრაში 1 გოლი და 3 საგოლე პასია. „ჯედა“ 16 ტურის შემდეგ 25 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო ტურში 17 იანვარს, „ალ ტაეს“ უმასპინძლებს.







