ფეხბურთი

23:25 | 13.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნგოლი კანტე შესაძლოა ევროპაში დაბრუნდეს

სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ „ალ-იტიჰადიდან“ ნგოლო კანტეს დამატება სურს და ტრანსფერზე მუშაობს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, დღეს კანტეს გარემოცვას შეხვედრა ჰქონდა თურქული კლუბის წარმომადგენლებთან, რომლებმაც საწყისი შეთავაზება წარადგინეს.

პარალელურად, გრძელდება მოლაპარაკებები „ალ-იტიჰადთან“, რათა კლუბთანაც მორიგდნენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

34 წლის ნგოლო კანტე „ალ-იტიჰადში“ 2023 წლიდან თამაშობს და 101 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მანამდე ფრანგი ნახევარმცველი „ჩელსის“, „ლესტერის“, „კაენის“ და „ბულონის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095322