ფეხბურთი

1:21 | 14.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "მიყვარს ეს ბიჭები, მაგრამ ვერ მოვიტყუები, ახალი ფეხბურთელები გვჭირდება"

ლისაბონის „ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კლუბს ახალი ფეხბურთელები მოსთხოვა.

როგორც მან თქვა, უყვარს თავისი ფეხბურთელები, მაგრამ ვერ მოიტყუება:

„შესაძლოა, გვჭირდება ვინმე, ვისაც მეტი თავდაცვითი პასუხისმგებლობა ექნება. თუმცა, შესაძლოა, ასევე გვჭირდება ადამიანი, რომელიც მოწინააღმდეგეს აფიქრებინებს: „ფრთხილად იყავი, ამ ბიჭს შეუძლია ზიანი მომაყენოს“. მიყვარს ეს ბიჭები, მაგრამ ვერ მოვიტყუები. ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვთამაშობდით, როცა ცუდად ვთამაშობდით. მე აქამდე ასეთი მოურინიო მოვედი და ბოლომდე მოურინიო ვიქნები“, - თქვა ჟოზემ.

შეგახსენებთ, რომ „ბენფიკა“ პორტუგალიის ჩემპიონატზე ლიდერ „პორტუს“ 10 ქულით ჩამორჩება და მხოლოდ მესამე ადგილზეა, მიუხედავად იმისა, რომ დაუმარცხებელია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170661