ფეხბურთი

2:04 | 14.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

სემენიომ ისევ გაიტანა, "სიტიმ" ლიგის თასის ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

ინგლისის ლიგის თასის პირველ ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „ნიუკასლ იუნაიტედი“ დაამარცხა და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

პეპ გვარდიოლას გუნდს მშვენივრად მოერგო ანტუან სემენიო, რომელმაც მეორე მატჩი ჩაატარა „სიტიში“ და ისევ გოლი გაიტანა. სწორედ განელმა გახსნა ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში. სემენიომ მერე კიდევ გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი გაუქმდა, თორემ დუბლს შეასრულებდა.

„სიტიმ“ მეორე გოლი მაინც გაიტანა, რომელიც რაიან შერკის აქტივშია და 2:0.

„მანჩესტერ სიტისა“ და „ნიუკასლის“ საპასუხო მატჩი 4 თებერვალს გაიმართება, ხოლო მეორე ფინალისტის ვინაობა „ჩელსისა“ და „არსენალის“ დუელში გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.160552