იტალიის თასის მერვედფინალში „რომა“ საკუთარ მოედანზე „ტორინოსთან“ მოულოდნელად დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
ტურინელებმა პირველი ტაიმი ჩე ადამსის გოლით მოიგეს, რასაც მეორე ნახევრის პირველივე წუთზე მარიო ერმოსომ უპასუხა და გაათანაბრა. „ტორინო“ მეორედ 52-ე წუთზე ისევ ადამსმა დააწინაურა, ხოლო 81-ე წუთზე „რომას“ 16 წლის დებიუტანტმა ანტონიო არენამ წონასწორობა მეორედ აღადგინა. ის მოედანზე 1 წუთის შესულიყო და გოლი გაიტანა - შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა.
თუმცა, „რომა“ მაინც დამარცხდა, რადგან ბოლო წუთზე ემირჰან ილხანმა სტუმრებს მოაგებინა - 2:3. საბა საზონოვი არ იყო „ტორინოს“ განაცხადში, რადგან ის კლუბმა ტრანსფერზე დააყენა.
„ტორინო“ იტალიის თასის მეოთხედფინალში „ინტერს“ დაუპირისპირდება.





