მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ჯუდ ბელინგემმა უარყო გავრცელებული ხმები, რომ კლუბიდან ჩაბი ალონსოს გათავისუფლების ერთ-ერთი ინიციატორი იყო.
ბელინგემი, ფედერიკო ვალვერდე და ვინისიუსი, ესპანური მედიის ცნობით, ცდილობდნენ კლუბის ხელმძღვანელობა დაერწმუნებინათ, ალონსოს გაშვებაში, რომელიც საბოლოოდ დაითხოვეს კიდეც.
თუმცა, ინგლისელმა ფეხბურთელმა ეს ხმები უარყო და ყველაფერს სიცრუე უწოდა:
„გულწრფელად ეს ყველაფერი სისულელეა. ყოველთვის იმედი მქონდა, რომ სიმართლე გაირკვეოდა. ნუ იფიქრებ, რომ ყველაფერი, რასაც კითხულობ, სიმართლეა. ვწუხვარ მათ გამო, ვისაც ამ ჯამბაზების და მათი წყაროების სჯერა“, - აღნიშნა ბელინგემმა ჭორების საპასუხოდ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალის“ მწვრთნელად ჩაბი ალონსოს ნაცვლად ალვარო არბელოა დაინიშნა.





