UFC-ის ქვესაშუალო დივიზიონის ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა Match TV-თან ინტერვიუში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და კომენტარი ილია თოფურიასთან შესაძლო ბრძოლაზეც გააკეთა.
"ახალგაზრდა აღარ ვარ და ხშირი წონის კლება ჩემთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ მსუბუქ დივიზიონში დაბრუნებას აღარ ვაპირებ. ვფიქრობ კარიერას სწორედ ქვესაშუალო დივიზიონში დავასრულებ. ვაპირებ, რომ აქტიური ვიყო და წელიწადში მინიმუმ სამი ორთაბრძოლა გავმართო.
რაც შეეხება ილია თოფურიასთან ბრძოლას, ამ ბრძოლით დიდად დაინტერესებული არ ვარ, რადგან ეს ბრძოლა თოფურიას უფრო სჭირდება, ვიდრე მე. თუ ეს შეხვედრა შედგება, თოფურიამ ქვესაშუალო დივიზიონში უნდა ამოვიდეს, რადგან მე იქ დაბრუნებას არ ვაპირებ, იმ დივიზიონში მე ყველა საქმე მოგვარებული მაქვს, განსხვავებით თოფურიასგან, რომელსაც მსუბუქ წონაში ჯერ ბევრიაქვს დასამტკიცებელი", - განაცხადა მახაჩევმა.
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა მსუბუქი დივიზიონი გასულ წელს დატოვა და ქამარი ვაკანტური დატოვა, რომელიც შემდეგ სწორედ ილია თოფურიამ დაისაკუთრა, მახაჩევმა კი ქვესაშუალო დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა.







