UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, რომელიც მადრიდის "რეალის" გულშემატკივარია, სოციალური ქსელის საშუალებით "სამეფო კლუბიდან" ჩაბი ალონსოს გათავისუფლებას გამოეხმაურა.
"როდესაც დარბაზში, ან მოედანზე შედიხარ, არ აქვს მნიშვნელობა ფეხბურთელი ხარ თუ მებრძოლი - მთავარი მწვრთნელი არის ადამიანი, რომელიც იმ ადგილზე არის უფროსი, მაგრამ თუ გუნდში არსებული ატმოსფერო არ გაძლევს საშუალებას, რომ ყველამ შეასრულოს შენი მითითებები, მაშინ აშკარაა, რომ არასწორ გზაზე ხარ.
მე მჯერა, რომ ალონსო ჩვენი დროის სამ საუკეთესო მწვრთნელს შორისაა და თუ ეს გუნდი მასთან კარგად არ მუშაობს, მაშინ მოთამაშეები უნდა შეცვალონ და არა მწვრთნელი.
დარწმუნებული ვარ, რომ ვერცერთი მწვრთნელი ვერ გაუმკლავდება ამ შემადგენლობას "რეალში". ვფიქრობ, გუნდმა ჭირვეული მოთამაშეები უნდა მოიშოროს და არა მწვრთნელები", - განაცხადა ხაბიბმა.
შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსომ "ელ კლასიკოში" "ბარსელონასთან" წაგებული მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა, ხოლო მის ნაცვლად "რეალში" არვალო არბელოა დაინიშნა.





