ფეხბურთი

12:50 | 14.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

გადაწყვეტილება შეცვლილია: გაბონის ნაკრები არ გაუქმდება

გაბონის ეროვნული ნაკრები არ გაუქმდება და ის ისევ ჩვეულებრივ განაგრძობს ასპარეზობას. აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც იცით, გაბონის მთავრობამ ეროვნული ნაკრები აფრიკის თასზე სამი წაგების გამო დასაჯა და მისი გაუქმების შესახებ გამოაცხადა, თუმცა ახლა სიტუაცია შეიცვალა და აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმებულია.

აფრიკის თასსზე გაბონის ნაკრები ჯგუფში უქულოდ ჩარჩა, რის შემდგომაც ხელისუფლებამ ზომები მიიღო. ეროვნული ნაკრები დროებით გაუქმდა, ხოლო მთავარი მწვრთნელი დიედონე მოუიუმა და ფეხბურთელები - პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ბრუნო ეკუელე მანგა ნაკრებიდან მოკვეთეს.

შეგახსენებთ, რომ გაბონის ნაკრებმა ვერც მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა, ხოლო აფრიკის თასზე ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096421