ფეხბურთი

13:21 | 14.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ფენერბაჰჩემ" კანტესთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა

"ალ-იტიჰადის" ფრანგი ფეხბურთელი ნგოლო კანტე დიდი ალბათობით კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

როგორც თურქი ჟურნალისტი იაგიზ საბუნჩუოღლუ იტყობინება, "ფენერბაჰჩეს" წარმომადგენლებმა კანტესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ფეხბურთელი თურქეთში გადასვლაზე თანახმაა. ტრანსფერის დასახურად მოხოლოდ "ალ-იტიჰადის" თანხმობაა საჭირო.

34 წლის ნგოლო კანტე „ალ-იტიჰადში“ 2023 წლიდან თამაშობს და 101 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მანამდე ფრანგი ნახევარმცველი „ჩელსის“, „ლესტერის“, „კაენის“ და „ბულონის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097911