საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ფროზინონეს" შემტევმა გიორგი კვერნაძემ შესაძლოა შაბათს "მონცასთან" გასამართი მატჩი გამოტოვოს. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა tuttofrosinone იტყობინება.
წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა ბოლო ვარჯიშზე დაზიანება მიიღო, რის გამოც საწვრთნელი პროცესის ნაადრევად დატოვება მოუწია. ჯერჯერობით ტრავმის სიმძიმე უცნობია, თუმცა ეს ყველაფერი კვერნაძის მონცაში გამგზავრებას სათუოს ხდის.
გიორგი კვერნაძეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი (2 სერია B-ში, 1 იტალიის თასზე), ხოლო ერთხელ საგოლე პასით გამოირჩა.
შეგახსენებთ, რომ "ფროზინონეს" 19 ტურის შემდეგ 41 ქულა აქვს და სერია B-ს ლიდერებოს, ხოლო შაბათს 17 დეკემბერს უშუალო კონკურენტ "მონცას" დაუპირისპირდება.





