ფეხბურთი

14:55 | 14.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვასილიოს გორდეზიანი კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს

23 წლის ქართველი თავდამსხმელი კარიერას საბერძნეთის რანგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე "ელასი სიროუში" გააგრძელებს აღნიშნული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურებულია.

ვასილიოს გორდეზიანი "პაოკის" აკადემიის აღზრდილია, რომლის ძირითად გუნდშიც გარკვეული პერიოდი ირიცხებოდა, ხოლო 2024 წელს "დინამო თბილისსში" გადავიდა, ნახევარი სეზონი კი იჯარის წესით "სარაევოში" გაატარა.


შეგახსენებთ, რომ გორდეზიანმა "დინამოს" მაისურით 31 შეხვედრა ჩაატარა და თავი 6 გოლით გამოიჩინა, ხოლო "სარაევოს" რიგებში ქართველმა 11 მატჩში 2-ჯერ შეძლო გატანა, ერთხელ კი საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170794