ფეხბურთი

17:13 | 14.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" "რეალის" ფეხბურთელით დაინტერესდა

ლონდონის "არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მადრიდის "რეალის" თურქი ნახევარმცველის არდა გიულერის დამატებას ეცდება. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Star-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, აღნიშნული ტრანსფერით თავად "მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტაა დაინტერესებული, რადგან გულერის სათამაშო სტილი ზუსტად ერგება გუნდის სქემას. ჯერჯერობით არდა გიულერის პოზიცია უცნობია, ყველაფერი არბელოაზე და მის ხედვებზე იქნება დამოკიდებული და გადაწყვეტილებასაც თურქი ფეხბურთელი ამის მიხედვით მიიღებს.

არდა გიულერი "რეალის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს. მას მიმდინარე სეზონში 28 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 3 გოლთან ერთად 8 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161592