ფეხბურთი

18:57 | 14.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რასინგის" მწვრთნელი: "გულიაშვილი "ბარსელონასთან" მატჩში სათამაშოდ მზადაა"

სანტანდერის „რასინგის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ალბერტომ ესპანეთის თასის მერვედფინალში „ბარსელონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, გიორგი გულიაშვილმა ითამაშოს, რადგან ის მზადაა. ამრიგად, თუ სათამაშო წუთებს მიიღებს, ქართველს „რასინგში“ დებიუტი „ბარსელონასთან“ ექნება. გულიაშვილი კატალონიური გრანდის წინააღმდეგ შეხვედრისთვის სანტანდერელთა განაცხადშია:

„გულიაშვილმა მითხრა, რომ მზადაა და შესაძლოა ხვალ მოედანზე ვნახოთ, მით უფრო, რომ ლა ლიგა 2-ის მომდვნო ტურში ვერ დაგვეხმარება“, - თქვა ხოსე ალბერტომ.

გულიაშვილს „სარაევოდან“ დისკვალიფიკაცია გადაჰყვა, რის გამოც ლა ლიგა 2-ის მომდევნო ტურის მატჩში „ლას პალმასთან“ ვერ ითამაშებს, სამაგიეროდ, „ბარსელონასთან“ მოედანზე გასვლის უფლება ექნება და სავარაუდოდ, მისი დებიუტიც კატალონიელთა წინააღმდეგ შედგება.

„რასინგისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 15 იანვარს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილი „რასინგს“ ბოსნიური „სარაევოდან“ შეუერთდა და კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე კონტრაქტი გააფორმა. ის ესპანურ გუნდში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. „რასინგი“ ლა ლიგა 2-ში 21 ტურის შემდეგ 38 ქულით ლიდერია და ლა ლიგაში გადასასვლელად იბრძვის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.157639