საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სოლომონ კვირკველია კარიერას ყირგიზეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.
33 წლის მცველმა ორწლიანი კონტრაქტი „ტოკტოგულთან“ გააფორმა და 33-ნომრიანი მაისური მოირგო.
კვირკველია ბოლოს ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე ყაზანის „რუბინის“, მოსკოვის „ლოკომოტივის“, „როტორის“, „მეტალისტის“, „გაგრას“, „ნეფთჩის", „ალ-ოხდუდის“ და „დინამო თბილისის“ ღირსებას იცავდა. კვირკველიამ საქართველოს ნაკრებში 2013-2025 წლებში 66 მატჩი ჩაატარა.







