სხვა

21:10 | 14.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბერულავა-მეტელკინას წყვილი ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერია

ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს წყვილმა ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას შემადგენლობით მოკლე პროგრამაში შესანიშნავად იასპარეზა.

16 მონაწილეს შორის ქართველებმა ყველაზე მაღალი შეფასება მიიღეს - 75.96 ქულა და შედეგად, მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე არიან.

პროგრამულ სეგმენტში ლუკამ და ანასტასიამ 33.58 ქულა დაიმსახურეს, ხოლო ტექნიურ სეგმენტში 42.38 ქულა მიიღეს. წინ თავისუფალი პროგრამაა, რომელიც 15 იანვარს გაიმართება. მოკლე პროგრამის შემდეგ სამეულში გერმანული და უნგრული წყვილები არიან.

პირველ დღეს, ასევე იასპარეზა ანასტასია გუბანოვამ, რომლის გამოსვლა წარუმატებელი გამოდგა, მოკლე პროგრამაში 56.21 ქულა მიიღო და მხოლოდ მე-11 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.0965