ფეხბურთი

22:15 | 14.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" "ატლეტიკოდან" ინგლისელი ნახევარმცველი დაიმატა

ლონდონის „ტოტენჰემმა“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ ინგლისელი ნახევარმცველი კონორ გალაჰერი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

გალაჰერის სანაცვლოდ „დეზებმა“ 40 მილიონი ევრო გადაიხადეს და ფეხბურთელს კონტრაქტი გაუფორმეს. ის ლონდონელებში 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გალაჰერის შეძენა „ასტონ ვილას“ სურდა და „ატლეტიკოსთან“ შეთანხმებულიც იყო, მაგრამ ფეხბურთელმა „ტოტენჰემში“ გადასვლა ამჯობინა.

კონორ გალაჰერმა „ატლეტიკოში“ 2024 წლიდან 77 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე სამშობლოში „კრისტალ პალასის“, „ვესტ ბრომვიჩის“, „სუონსის“, „ჩარლტონის“ და „ჩელსის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.162101