გრაცის „შტურმმა“ ამხანაგურ მატჩში დანიურ „კოპენჰაგენთან“ ფრედ, 4:4 ითამაშა, ხოლო ოთარ კიტეიშვილმა გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი 55-ე წუთზე დალაშქრა და იმ დროისთვის ანგარიში 3:1 გახადა. აღსანიშნავია, სპარინგი ორივე გუნდის შეთანხმებით 120 წუთი გაგრძელდა. კიტეიშვილი ძალიან შედეგიან სეზონს ატარებს, ოფიციალურ მატჩებში 11 გოლი აქვს გატანილი (24 მატჩში).
„შტურმმა“ მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და მომდევნო მატჩს 22 იანვარს, ევროპა ლიგის ეგიდით, სტუმრად როტერდამის „ფეიენოორდთან“ ჩაატარებს.







