ფეხბურთი

1:10 | 15.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" 18 წლის ფრანგი თავდამსხმელი დაიმატა

„რომამ“ მარსელის „ოლიმპიკიდან“ 18 წლის თავდამსხმელი რობინიო ვაზი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ფრანგმა კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა და 78-ნომრიანი მაისური მოირგო. „მარსელმა“ ნიჭიერ ფეხბურთელში 25 მილიონი ევრო მიიღო.

რობინიო ვაზმა მიმდინარე სეზონში „მარსელის“ მაისურით ყველა ტურნირზე 19 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 4 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.164739