ფეხბურთი

1:45 | 15.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე, "ინტერმა" უპირატესობა გაზარდა

მილანის „ინტერმა“ სერია A-ს მე-15 ტურის გადადებული მატჩი მოიგო და კონკურენტებთან უპირატესობა გაზარდა.

კრისტიან კივუს გუნდმა აუტსაიდერ „ლეჩეს“ უმასპინძლა, რომელთანაც გაუჭირდა, მაგრამ ბოლოს მიზანს მაინც მიაღწია. მატჩის დასრულებამდე 11 წუთით ადრე ფრანჩესკო პიო ესპოზიტომ დაამწუხრა მეტოქე და როგორც გაირკვა ერთადერთი გოლი გაიტანა - 1:0.

ვერ მოიგო „ნაპოლიმ“, რომელმაც შინ აუტსაიდერ „პარმას“ ვერაფერი მოუხერხა. ანტონიო კონტეს გუნდი პარმეზანელებს უგოლოდ დაუზავდა. ეს „ნაპოლის“ ზედიზედ მესამე ფრეა ბოლო სამ ტურში (ერთ კვირაში), მაშინ, როცა მანამდე 17 მატჩში ერთადერთი ფრე ჰქონდა.

„ინტერი“ 46 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში „უდინეზეს“ ესტუმრება, ხოლო „ნაპოლი“ 40 ქულით მესამე საფეხურზეა და წინ „სასუოლოსთან“ მატჩი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.090528