ფეხბურთი

2:03 | 15.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

არბელოას კოშმარული დებიუტი: "რეალი" ესპანეთის თასიდან ლა ლიგა 2-ის გუნდმა გააგდო

მადრიდის „რეალში“ მთავარი მწვრთნელის, ალვარო არბელოას დებიუტი შედგა, რომელიც კოშმარული გამოდგა: „სამეფო კლუბი“ ესპანეთის თასიდან მერვედფინალში გავარდა ლა ლიგა 2-ის გუნდთან მარცხით...

მადრიდის „რეალი“ „ალბასეტესთან“ დამარცხდა. 42-ე წუთზე ხავი ვილარის გოლით მასპინძლები დაწინაურდნენ, რასაც შესვენებამდე ფრანკო მასტანტუონომ უპასუხა. მთავარი მოვლენები მატჩის ბოლოს განვითარდა. 82-ე წუთზე ჟეფტე ბეტანკორმა მეორედ დააწინაურა მასპინძლები და კომპენსირებულ დროში გონსალო გარსიამ გაათანაბრა.

თუმცა, „რეალი“ მაინც დამარცხდა, რადგან მეოთხე კომპენსირებულ წუთზე ბეტანკორმა დუბლი შეასრულა და 3:2. "ალბასეტე" ლა ლიგა 2-ში მე-17 ადგილზეა...

ესპანეთის თასის მეოთხედფინალში „ალბასეტეს“ გარდა, „ალავესი“, „ბეტისი“, „ბილბაო“, „სოსიედადი“ და „ატლეტიკო“ არიან, ბოლო ორი მეოთხედფინალისტის ვინაობა „ბურგოსი“ – „ვალენსიას“ და „რასინგი“ – „ბარსელონას“ მატჩებში გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.166027