ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში „არსენალმა“ „ჩელსი“ სტუმრად 3:2 დაამარცხა და ფინალს მიუახლოვდა.
მიკელ არტეტას გუნდი მეშვიდე წუთზე ბენ ვაითის გოლით დაწინაურდა, ხოლო მეორე ტაიმის სტარტზე ვიქტორ გიოკერეშმა სხვაობა ორამდე გაზარდა. მალევე ალეხანდრო გარჩანომ შეამცირა სხვაობა, თუმცა 71-ე წუთზე მარტინ სუბიმენდიმ ორბურთიანი სხვაობა აღადგინა.
„ჩელსიმ“ გაიბრძოლა, 83-ე წუთზე გარნაჩომ დუბლი შეასრულა. „არისტოკრატებმა“ მეტი ვერ მოახერხეს და ფინალისთვის „ემირეითსზე“ მოგება დასჭირდებათ.
ნახევარფინალის საპასუხო მატჩი 3 თებერვალს გაიმართება, მეორე ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტი“, რომელმაც „ნიუკასლი“ სტუმრად 2:0 დაამარცხა, საპასუხო შეხვედრას 4 თებერვალს გამართავს.





