მაროკოს ნაკრები აფრიკის თასის ფინალშია. ვალიდ რეგრაგის გუნდმა ნახევარფინალში ნიგერიის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა და გამარჯებული პენალტების სერიაში გამოვლინდა.
თერთმეტმეტრიანები მასპინძლებმა უკეთ დაარტყეს და 4:3 მოიგეს. შედეგად, ტიტულამდე ნაბიჯი აშორებთ.
მაროკოს ნაკრები 18 იანვარს ფინალში სენეგალის ნაკრებს შეხვდება, ხოლო 17 იანვარს, მესამე ადგილისთვის ნიგერია და ეგვიპტე დაუპირისპირდებიან.







