მელბურნში გაიმართა 2026 წლის ავსტრალიის ღია პირველობის წილისყრის ცერემონია. რიგით 114-ე ტურნირი სტარტს კვირას, 18 იანვარს აიღებს.
კაცთა შორის ATP-ის რეიტინგის ტოპ 10-ის მოთამაშეების მეტოქეები:
კარლოს ალკარასი (ესპანეთი, 2) ადამ უოლტონის (ავსტრალია) წინააღმდეგ;
ალექსანდრ ბუბლიკი (ყაზახეთი, 10) ჯენსონ ბრუკსბის (აშშ) წინააღმდეგ;
ალექს დე მინაური (ავსტრალია, 6) მატეო ბერეტინის (იტალია) წინააღმდეგ;
ალექსანდრ ზვერევი (გერმანია, 3) გაბრიელ დიალოს (კანადა) წინააღმდეგ;
ფელიქს ოჟე-ალიასიმი (კანადა, 7) ნუნუ ბორჟესის (პორტუგალია) წინააღმდეგ;
ლორენცო მუზეტი (იტალია, 5) რაფაელ კოლინიონის (ბელგია) წინააღმდეგ;
ტეილორ ფრიცი (აშშ, 9) ვალენტინ რუაეს (საფრანგეთი) წინააღმდეგ;
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი, 4) პედრო მარტინეს-პორტეროს (ესპანეთი) წინააღმდეგ;
ბენ შელტონი (აშშ, 8) უგო უმბერის (საფრანგეთი) წინააღმდეგ;
იანიკ სინერი (იტალია, 1) უგო გასტონის (საფრანგეთი) წინააღმდეგ.







