ფეხბურთი

11:48 | 15.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

არბელოა გახდა მადრიდის „რეალის“ ბოლო ცხრა მწვრთნელიდან მეორე, რომელმაც სადებიუტო მატჩში წააგო

მადრიდის „რეალის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ მადრიდული კლუბის მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო მატჩში წააგო. „რეალი“ სამეფო თასის მერვედფინალში შოკისმომგვრელ მატჩში მეორელიგელ „ალბასეტესთან“ დამარცხდა (2:3).

აქამდე, „რეალის“ ბოლო ცხრა მთავარი მწვრთნელიდან მხოლოდ ერთმა წააგო სადებიუტო მატჩი ყველა შეჯიბრში (ხუთი მოგება, სამი ფრე) - ხულენ ლოპეტეგი მაშინ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ 2018 წლის უეფას სუპერთასზე (2:4) დამარცხდა, იტყობინება OptaJose სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ამგვარად, „რეალი“ გამოეთიშა სამეფო თასის გათამაშებას. „ალბასეტეს“ წინააღმდეგ მატჩი მადრიდელთაღვის პირველი გახლდათ ახალი მთავარი მწვრთნელის, ალვარო არბელოას ხელმძღვანელობით, რომელმაც ადრე შეცვალა თავისი თანამემამულე ჩაბი ალონსო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.090833