ფეხბურთი

12:20 | 15.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ნოტინგემ ფორესტი“ ზინჩენკოს საიჯარო ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტას აპირებს

„ნოტინგემ ფორესტი“ მზადაა ვადაზე ადრე შეწყვიტოს საიჯარო ხელშეკრულება „არსენალის“ უკრაინელ მცველ ოლექსანდრ ზინჩენკოსთან. ამის შესახებ ჟურნალისტმა სამი მოკბელმა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე, BBC-ზე დაყრდნობით განაცხადა.

წყაროს ცნობით, შეთანხმება არ მოიცავს ტრანსფერის ვადაზე ადრე შეწყვეტის მექანიზმს, ამიტომ ამ საკითხის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა „ფორესტს“ ეკისრება. აღნიშნულია, რომ „არსენალის“ გუნდი უკვე სრულად ჩამოყალიბებულია, ამიტომ კლუბი უკრაინელ ფეხბურთელს არ ელის.

ოლექსანდრმა 2025/2026 წლების სეზონში კლუბის რიგებში 10 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და გოლი არ გაუტანია. ფეხბურთელის იჯარის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი, როდესაც მისი კონტრაქტი „მეთოფეებთან“ იწურება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.169954