ინგლისური „არსენალი“ მთავარ მწვრთნელ, მიკელ არტეტასთან, კონტრაქტის 2029 წლამდე გახანგრძლივებას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ სოციალურ ქსელში განაცხადა.
43 წლის ესპანელი მწვრთნელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი.
„არსენალი“ 2025/26 წლების ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში პირველ ადგილზეა, 21 მატჩიდან 49 ქულით. მიკელ არტეტას გუნდი ასევე ჩემპიონთა ლიგის საერთო ცხრილს ლიდერობს, ექვსი მატჩიდან 18 ქულით. „არსენალმა“ ჩემპიონთა ლიგაზე წლეულს მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.







