ფეხბურთი

13:45 | 15.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჟერარ პიკემ დაცინვით უპასუხა მადრიდის „რეალის“ მარცხს მეორელიგელთან

„ბარსელონას“ ყოფილმა მცველმა ჟერარ პიკემ დაცინვით უპასუხა მადრიდის „რეალის“ მარცხს ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალის მატჩში „ალბასეტესთან“. გუნდებმა ითამაშეს „კარლოს ბელმონტეს“ სტადიონზე, ესპანეთის ქალაქ ალბასეტეში. მატჩი. მასპინძლებმა 3:2 მოიგეს.

„კარგი დებიუტი ახალი მადრიდის „რეალსთვის“ 3:2“, - ციტირებს პიკეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სიტყვებს The Touchline.

„ალბასეტესთან“ წაგების შემდეგ, რეალი ტურნირს გამოეთიშა. ეს თამაში „ლოს ბლანკოსში“ ახალი მთავარი მწვრთნელის, ალვარო არბელოასთვის სადებიუტო გახლდათ. სპეციალისტმა ამ პოზიციაზე ადრე თავისი თანამემამულე ჩაბი ალონსო შეცვალა.

0.168852