ფეხბურთი

14:50 | 15.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ერიკ ტენ ჰაგმა ისაუბრა მისი „ლევერკუზენიდან“ გათავისუფლებაზე და ჩაბი ალონსოც ახსენა

ლევერლუზენის „ბაიერის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ისაუბრა გერმანული კლუბიდან გათავისუფლებაზე და ახსენა ჩაბი ალონსო, რომელიც ახლახან მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ჩაბი ადრე „ლევერკუზენს“ წვრთნიდა, ხოლო ტენ ჰაგი „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობდა. ერიკი ამჟამად ნიდერლანდურ კლუბ „ტვენტეში“ ტექნიკურ დირექტორად მუშაობს.

„გამათავისუფლეს იმის შესაძლებლობის გარეშე, რომ მეჩვენებინა, რომ ჩემი მიდგომა მუშაობდა. თუ ჩემს რეზიუმეს გადახედავთ, დაინახავთ, რომ ის ყოველთვის საკმაოდ კარგი იყო. ჩემი მიდგომა სამუშაოსადმი ყოველთვის წარმატებამდე მიგვიყვანს. რა თქმა უნდა, ეს იმედგაცრუებას იწვევს, მაგრამ ასეთია ფეხბურთის სამყარო. შეხედეთ ჩაბი ალონსოს და „რეალს“. იგივე დაემართა მასაც, მიუხედავად იმისა, რომ ის საუკეთესო მწვრთნელია. ეს თითქმის ყველას ემართება“, - ციტირებს Daily Mail-ი ტენ ჰაგის სიტყვებს.

ტენ ჰაგმა „ბაიერი“ 2025 წლის სექტემბერში დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.082958